დღეს, 20 აპრილს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვა. უკვე ცნობილია, რომ მიშელის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვება.
პირველადი ინფორმაციით, ის პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება, რის შემდეგაც 16.30-16.50 საათისთვის ისინი მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
მოგვიანებით, დაგეგმილია შარლ მიშელისა და პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა, გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით მხარეები ერთმანეთს პირისპირ უნდა ესაუბრონ, თუმცა როგორც ცნობილია ღარიბაშვილი ამ დრომდე იზოლაციაში რჩება.
უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება შეხვედრა პრემიერთან.
ასევე უცნობია რა დროს შეხვდება მიშელი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. თუმცა ცნობილია, რომ ეს ვიზიტი პარლამენტში შედგება.
დღის ბოლოს, 21:00-22.30 საათზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილი სადილს გამართავს.