
"ლეობორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გუშინ, 19 აპრილს როცა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს განხორციელდა სპეცოპერაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად.
"ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება და ამ ცოდვას ჩვენ ასი და ათასი წლის შემდეგ, სამუდამოდ, ძვლებზე აღბეჭდილს წავიღებთ იმქვეყნად.
მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე, მსოფლიო კვლავ ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით და ერთიანობით", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს "ლეობორისტული" პარტია ხელს არ აწერს.