გრიგოლ ვაშაძემ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიოგოლ ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისი ვიდეოკადრები ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ თანამდებობა და პარტია 15 დეკემბერს დატოვა და მას შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში აღარ მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" არ აწერს, პარტიიდან მას ინდივიდუალურად სალომე სამადაშვილი დაეთანხმა. 

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".  

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი