ხვალ დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 21 აპრილს, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭო იქნება, სადაც დამატებითი რეგულაციებისა და ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.

"დღეს ჩვენ გვქონდა 1 790 ინფიცირების შემთხვევა და უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც რა თქმა უნდა, ასევე, ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით და ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდ-საბჭო, სადაც ჩვენ განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება",- თქვა ტიკარაძემ.

ამავე თემაზე: 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი