კოკა ყანდიაშვილის ტროლების ქარხანა ფიზიკურადაც აღარ იძებნება

გამოქვეყნდა:

ფეისბუქიდან კოკა ყანდიაშვილისა და მისი ტროლების ქარხნის გაქრობას, ამ უკანასკნელთა რეალური ცხოვრებიდან გაქრობაც მოჰყვა.  

კოკა ყანდიაშვილი რეალურ ცხოვრებაშიც აღარ იძებნება. ბაქრაძის #9 სააგენტო "ეს პერსონას" ოფიციალური მისამართია, სადაც არანაირი აქტივობა აღარ ფიქსირდება. მეორე მისამართი, სადაც სააგენტო ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა, ვაჟა-ფშაველას #19-ია და "ეს პერსონას" თანამშრომლები ბოლო რამდენიმე დღეა არც აქ გამოჩენილან. 

კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ამ ოფისში დადიოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც არც იგი და არც სხვა მეზობლები იცნობდნენ, თუმცა მათი საქმიანობით არ დაინტერესებულან, რადგან შემაწუხებელს და ხმაურიანს არაფერს აკეთებდნენ.   

ასევე დაცარიელებულია "გრატო პასაჟში" არსებული საოფისე ცენტრიც, სადაც ბოლო მონაცემებით ყანდიაშვილთან დაკავშირებული ტროლების ქარხანა იყო განთავსებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი