პასუხისმგებლობების შესრულების გარანტორად გვყავს ევროკავშირი და აშშ - შავგულიძე შეთანხმებაზე

გამოქვეყნდა:

"ხვალ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" ისეთი რამე გააკეთოს, რომ სულ სხვა მოქმედებები გახდეს საჭირო ქვეყნის დემოკრატიული და დასავლური განვითარებისთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ამ დოკუმენტით ნაკისრი პასუხისმგებლობების შესრულების გარანტორად გვყავს ევროკავშირი და შეერთებული შტატები, თუ ხელს ავუკრავთ მათ დახმარებაზე, დავრჩებით მარტო. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას და რომელი ოპოზიციონერი აიღებს პასუხისმგებლობას, რომ პოლიტპატიმრებიც გათავისუფლდებიან და ბევრი ის სიკეთე მოხდება, რომლის შესრულების გარანტია აიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა".

ამბობს, შალვა შავგულიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ, შარლ მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი