ხმაური და დაპირისპირება იყო ზესტაფონის მერიაში - მუნიციპალიტეტში ყოფილი და მოქმედი "ქართული ოცნების" წევრები ერთმაnეთს დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივი მერიის შენობასთან "ქართული ოცნების" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციიდან გათავისუფლებული პირები მივიდნენ. ისინი ორგანიზაციიდან გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. "ოცნებიდან" გარიცხულები აცხადებდნენ, რომ მერი და ვიცე-მერი თაღლითობისთვის არიან ნასამართლევი.
მერიაში მისული რამდენიმე პირი აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროვებას ითხოვდა. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ქალაქის მერი გამოვიდა. გიორგი გოგლიჩიძის თქმით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მან ორგანიზატორის ოჯახის კომპანიას სასათბურე პირობები არ შეუქმნა. კერძოდ, ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ რამდენიმეკაციანი აქციის ორგანიზატორი ლევან ჭანტურია ზესტაფონის მერისგან და მისი მოადგილისგან ინფრასტრუქტურულ ტენდერში მისი ოჯახის კომპანიის გამარჯვებას ითხოვდა.
"დოკუმენტაციით, მე ვარ 210-ე მუხლით ნასამართლევი, ეს იყო კომპანია "ვისოლიდან" საბუტების გაყალბებაზე, სადაც ერთი დღე არ მიმუშავია. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დღეს მიმდინარეობს, ჩემი როგორც ქალაქის მერის, პიროვნების დისკრედიტაცია", - ამბობს ზესტაფონის მერი.
იხილეთ ასევე: