თუ იქნება აგრესიული მატება, შესაძლოა დადგეს ლოკალური შეზღუდვების საკითხი - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იმატებს, შესაძლოა გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვების საკითხი დადგეს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე, ფართომასშტაბური შეზღუდვები არ იგეგმება. 

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების მატება ცალსახად აღინიშნება და ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. მობილობის შეზღუდვა არის ჩვენთვის მთავარი ბერკეტი, აქედან გამომდინარე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნება შემთხვევების აგრესიული მატება, შესაძლოა, ისევ დადგეს საკითხი გარკვეული ადგილობრივი, ლოკალური შეზღუდვების და ვიცით, რომ აქამდეც იყო, იმ კერებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია შემთხვევების გავრცელება, ადგილობრივი შეზღუდვები, თუმცა ფართომასშტაბურ შეზღუდვებზე საუბარი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის",- თქვა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ხვალ, 21აპრილს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭო იქნება, სადაც დამატებითი რეგულაციებისა და ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი