შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ბაჩუკი ქარდავაც აწერს

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუქი ქარდავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტიამ მთავარი კომიტეტის დადგენილება გაავრცელა.

"მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები, ხოლო ნიკა მელიას მიეცემა საშუალება, პირადად დააფიქსიროს მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა", - წერია პარტიის განცხადებაში.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი