ფაქტი, რომ ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, უბრუნებს პრეზიდენტს თავის როლს - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის, საზოგადოებისთვის და ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. 

პრეზიდენმტა აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად პარლამენტი მრავალპარტიული გახდა.

"ასევე, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობისა და სახელმწიფოს სახეს საზღვარგარეთ და საერთაშორისო სივრცეში. და ამდენად ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს ნამდვილ როლს. მეტიც შეუძლია ალბათ, გააკეთოს და თუ საჭირო გახდება და იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება, ის მედიაცია შეასრულოს და მემგონი, ეს არის საზოგადოების სურვილიც, რომ აღარ იყოს მუდმივად თქვენი შეწუხება საჭირო", - თქვა მან.

 ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმებით საფუძველი ედება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას - სასამართლო და საარჩევნო სისტემების.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი