ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წუთებში პარლამენტში უნდა მივიდეს, სადაც დეპუტატებს მიმართავს.
შეხვედრას უმრავლესობის გარდა, ოპოზიციის ის წევრებიც დაესწრებიან, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი გუშინ მაოწერა. საკანონმდებლო ორგანოში უკვე იმყოფებიან "ლელოს" ლიდერები, დავით ბაქრაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ასევე "გირჩის" წევრი ვახო მეგრელიშვილი. შეხვედრას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც დაესწრებიან.
შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 20 აპრილს ჩამოვიდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დახვდნენ. შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".