"ევროკავშირი საქართველოსთვის უძლიერესი პარტნიორია... თქვენს გვერდით ვართ" - შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკურ შეთანხმებაში მონაწილე მხარეეს მადლობა გადაუხადა. როგორც მიშელმა თქვა, მოხარულია იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი დაიძრა.

"ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის, ჩვენ გავქვს საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ... ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს კიდევ მინდა ხაზი გავუსვა ორმხირივ ურთიერთობების მნიშვნელობას... ეს ნდობა არის ძალიან მნიშვნელვანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - თქვა შარლ მიშელმა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი