იმედი მაქვს, ძალიან მალე ვიხილავთ როგორც რურუას, ისე მელიას თავისუფლებაზე - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"იმედი მაქვს, ძალიან მალე ვიხილავთ როგორც გიორგი რურუას, ისე ნიკა მელიას თავისუფლებაზე", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამეტში ისაუბრა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ოპოზიციური პარტიების ის ნაწილი ხვდება, რომელმაც მის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

სამადაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებენ.

"ჩემი სურვილი ნამდვილად იყო აქ შევკრებილიყავით ოპოზიციური დეპუტაციის სრული გუნდი. მაგრამ ამავე დროს მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ მათ შორის დრევანდელი შეხვედრა შარლ მიშელტან ემსახურება სწორედ იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაროთ მასთან ერთად, შეთანმხების ყველა ის პუნქტი რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ როგორც გიორგი რურუას ისე ნიკა მელიას თავისუფლებაზე. ამის შემდეგ ეს უკვე გახდის გზას იმისთვის, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში", - თქვა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი ასევე იმედს გამთქვამს, რომ ოპოზიცია ერთად მუშაობით მიიყვანს საქართველოს ვადამდელ არჩევნებამდე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი