"თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, დოკუმენტს ხელს მოვაწერთ" - "ძალა ერთობაშია"

გამოქვეყნდა:

რას გეგმავენ "ძალა ერთობაშიას" ბლოკში შემავალი პარტიები - "რესპუბლიკური პარტია", როგორც ჩანს, ერთადერთია ბლოკის შემადგენლობიდან, ვინც დოკუმენტს ხელი მელიას ციხიდან გამოსვლამდე მოაწერა, სხვა სუბიექტები კი აცხადებენ, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.

ძალიან მეძნელება რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო და ამ გზაზე წავიდე. არის ძალიან რთული, რომ მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიჩნევ უსამართლოდ. მაგრამ, თუკი დილემაა შენს გარშემო, მაშინ იძულებული ხარ, ეს გააკეთო. ფაქტობრივად, ვართ ისევ იქ, სადაც ვიყავით ამ 6 თვის წინ, თუმცა ერთია წინსვლა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო რღვევა, - ამბობს ნატო ჩხეიძე. 

ბაჩუკი ქარდავას თქმით კი "მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას მიეცემა საშუალება რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელით ხელი მოაწეროს ამ  დოკუმენტს, მხოლოდ მას შემდეგ იქნება დასმული ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე".

კახა ოქრიაშვილიც ამბობს, რომ "თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, დოკუმენტს ხელს მოვაწერთ".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი