გულდაწყვეტილი ვარ, გაწბილებული და მოტყუებულიც.. არავინ გაბედოს გამოსასყიდის გადახდა - ნიკა მელია ციხიდან

გამოქვეყნდა:

"პირველ რიგში, რომელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რა გადაწყვეტილება მიიღო ამის განხილვაში არ შევალ. ეს არის მათი სუვერენული უფლება და არ განვსჯი არავის, მითუმეტეს აქედან, მაგრამ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და სიმართლე გითხრათ გაწბილებული და მოტყუებულიც. აღმოჩნდა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას და ამ შეტანხმების მიღმა, ზეპირსიტყვიერად, ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა. რომ თურმა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. ეს არის წინაპირობა და მთელი 2 თვის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ახირება კი არ იყო. იდეაა ჩემი, რომ უსამართლობას თავი არ დავუხარო. დამოკლეს მახვილივით, რომ ეკიდებოდა პოლიტიკოსების საქმეები, ფარგლებს რომ უსაზღვრავდნენ სამოქმედოს, ეგ გავარღვიე და გამოვიდა ახლა, რომ თითქოს ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ჩემი თანხმობით, რაზეც მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა იყოს. არავინ არ გაბედოს გამოსასყიდის გადახდა".

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პირველი სატელეფონო კომენტარი "მთავარ არხთან"
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმეტს ხელი მოაწერა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი