ქარელის სოფლებში ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტახტისძირსა და დვანში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.

ისინი ამ ორ სოფელში დღეს დილით, ერთდროულად გამოჩნდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ნიშნულები დასვეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ახალ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა.

ოკუპანტთა ამ ქმედებას ქართველი სამართალდამცველების ან ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაგირება ჯერჯერობით, არ მოჰყოლია.

"მთავარი არხის" ვებგვერდს ფოტოები ექსკლუზიურად, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა მიაწოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი