"ქალბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო და ამ გადაწყვეტილების განხორციელების ვადები მან ძალიან მკაფიოდ დაასახელა. ეს ვადები უკვე მიმდინარეობს, შესაბამისად მაღალი ალბათობით, თუმა ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ნიკა მელიას, შეთანხმება არის უკვე გაფორმებული, არნაირი დამატებული წინადადებები არ ყოფილა.. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეთანხმება და ის განმატება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძება და ეს თავად პატიმრობაში მყოფის გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა და შემდეგი ნაბიჯი როცა ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ ამნისტიის კანონს"...
ამის შესახებ შარლ მიშელთან პარლამენტში შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.