ვახშამი ათონელის სასახლეში - შარლ მიშელთან ერთად, პრეზიდენტს "ოცნებისა" და ოპოზიციის წევრებიც ესტუმრნენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზეიმო ვახშამი მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილთან სტუმრად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია.

ირკვევა, რომ ვიდრე ოპოზიციის ნაწილი დღეს ნიკა მელიასთან საკანში იმყოფებოდა, ნაწილი პრეზიდენტს ესტუმრა. ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილთან, ორბელიანების სასახლეში, "ოცნების" წევრებთან ერთად, "გირჩის" წევრები, ხათუნა სამნიძე, შალვა შავგულიძე, გიორგი ვაშაძე იმყოფებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი