საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ავტორიტარიზმის ნიშნულს უახლოვდება - "Freedom House"-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულია - საერთაშორისო ორგანიზაცია "Freedom House"-ი წლიურ ანგარიშს აქვეყნებს. მსოფლიო მნიშვნელობის ორგანიზაცია საკუთარ დასკვნაში იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში მკვეთრად დაეცა. მიზეზებს შორის სახელდება საუკუნის პოლიტიკურ ტყუილად შეფასებული საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა. დასკვნაში ნათქვამია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა  არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შანსებს საგრძნობლად შემცირებდა, ამიტომ ხელისუფლებამ  საკუთარი დაპირების შესრულება გადაიფიქრა.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების" მმართველობის მთავარ ჩავარდნად ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობის არარსებობა სახელდება. "Freedom House" ღიად წერს, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიგი უგულავას საქმეებმა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბა.

"Freedom House"-ის უმწვავესი შეფასებებს ოპოზიცია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლებას მმართველობის რეჟიმის შეცვლისა და დასავლელი პარტნიორების გზავნილების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

"Freedom House"-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რეიტინგი 3, 29-დან 3,25 ქულამდე შემცირდა. თუ ბიძინა ივანიშვილის ჰიბრიდული რეჟიმი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას არ გაითვალისწინებს, საქართველოს მსოფლიო რუკაზე  ისევ უსიამოვნო შეფერილობა და ავტორიტარულ რეჟიმებთან  მიახლოვება ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი