ავტოკოლონა მელიას მხარდასაჭერად - ენმ-ს წევრები და მომხრეები ხვალ რუსთავის ციხესთან შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხვალ, 21 აპრილს, დილით რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ ავტოკოლონით დაიძვრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის წევრები ავრცელებენ.

21 აპრილს დილის 10 საათიდან მანქანებით ვიკრიბებით ვარდების მოედანზე, კოლონა ჩავა პოლიტპატიმრის ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავში ციხესთან! ვისაც სურვილი გაქვთ შემოუერთდით ! უპირობო თავისუფლება ნიკა მელიას! - წერს ზურა მელიქიშვილი Facebook-ზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი