მელია ნულია როგორც პოლიტიკოსი, სააკაშვილიც - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

დღეს მელია, როგორც პოლიტიკოსი, არის აბსოლუტურად განულებული. მან გააკეთა უმარტივესი განცხადება - „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, სახელმწიფომ კი ის დაიჭირა. სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობისთვის მას საკადრისი პასუხი უკვე გაეცა. აქედან გამომდინარე, მელია, როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოს მიმართ უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, არის აბსოლუტურად განულებული. დღეს რას გააკეთებს მელია ან რას იტყვის სააკაშვილი, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ყველამ დაინახა, რომ მელია ნულია როგორც პოლიტიკოსი და სააკაშვილიც არის ნული როგორც პოლიტიკოსი. მათ სიტყვას ან ქმედებას არანაირი ფასი აღარ აქვს. პროცესები გაგრძელდება ისე, როგორც ეს აწყობს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს".

- ამბობს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე და ამჟამად "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე TV იმედთან საუბრისას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი