დღეს საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 971 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 143 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 121 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი