ძელების მონტაჟი ნიშნავს, რომ მალე აქ მავთულხლართები გაივლის - რა ხდება ქარელის სოფლებში

გამოქვეყნდა:

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გაანაახლეს რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში, ქარელის სოფლებში. დირბი ტახტიძირის გასაყართან ოკუპანტებმა ძელები დაამონტაჟეს, მათ ე.წ. საზღვრის სადერმაკაციო სამუშაოები გუშინ დაიწყეს.

"დაახლოებით 3-4 კილომეტრზეა გადმოწეული, რომ ვიღებთ გუგლის მონაცემებით, ზოგან 7 მეტრია გადმოწეული, ზოგან 10, დამატებით ტერიტორიებს ტაცებენ მოსახლეობას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი, ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკა ისევ ძალაშია. 

ძელების მონტაჟი მოასწავებს, რომ მალე აქ ახალი მავთულხლართები გაივლის", - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, მიშა ბალიაშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივებს, ისინი სახნავ-სათეს მიწებს და საძოვრებს კარგავენ. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ შიშის გამო საოკუპაციო ხაზთან ახლოს აღარ მიდიან, რადგან დიდი შანსია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა დაიჭირონ. სოფელ ტახტიძირის მცოხვრებლები ამბობენ, რომ ოკუპანტებმა 15 ჰექტრამდე მიწა მიიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. ბორდერიზაციის შესახებ საქმის კურსში არიან საერთაშორისო პარტნიორებიც. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი