
"გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს ისე, რომ ნიკა მელია ისევ ციხეშია და არავინ არ იცის როგორ გამოვა, მათ ეს არ იციან, ამბობენ გირაოს, მაგრამ გირაოს არ იხდის ეს ადამიანი. ჩემი კოლეგები უხერხულში ჩავარდებიან, მას შემდეგ, რაც ყოველგვარი დათქმების და პირობების გარეშე გამოვა ნიკა მელია, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი გამოვა, მერე ყველას შეეძლო ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ეს იქნებოდა ნორმალური და სწორი".
თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე.