არ უნდა გახდეს ნიკა მელისა სახელი ქართულ ოცნებასთან სავაჭროდ- აცხადებს ენმ-ს ერთ - ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, უდუმაშვილის თქმით, მის ბუნდოვანობაზე თავიდანვე საუბრობდა და ახლა უკვე ამის წინაშე ის პოლიტიკოსებიც დადგნენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. უდუმაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს გულისხმობს:
ახლა უკვე ალბათ პასუხისმგებლბა მოუწევთ ვინც მოაწერა ხელი, რომ თუ მიიღება ეს კანონი ისეთი იყოს, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის - აცხადებს უდუმაშვილი, რომელიც ენმ-ს სხვა წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის ციხესთან იმყოფება.
ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან ავტომსვლელობა რუსთავისკენ დღეს კიდევ ერთხელ გაიმართა. მხარდამჭერებს საკანი 224-დან მიესალმა თავად ნიკა მელიაც.
ოპოზიციის ლიდერებმა ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ისე, რომ არავინ არ იცის როგორ გამოვა ნიკა მელია - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. მისივე თქმით, იმ პირობებში როცა ნიკა მელია ტყვედ არის აყვანილი, "წვეულებებსა და ფურშეტებზე სიარული არასწორია."
ადგილზე იმყოფებიან ახალგაზრდული ორგანიზაციის - "მელიები"- წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამნისტიის კანონპროექტს და ამბობენ, რომ არის საშიშროება ამნისტია შეეხოს იმ მოძალადე პოლიციელებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები დაასახიჩრეს, ასევე ბრძანების გამცემ პირებს - "ნუ მოაწერენ ხელს გავრილოვის ღამეს და ნუ გაიზიარებენ "ქართულ ოცნებასთან" ერთად პასუხისმგებლობას" ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.