
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა.
როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, აფგან მუხთარლის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.
გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.
საგამოძიებო ექსპერიმენტი 15 აპრილს ჩატარდა, მოხდა ჩვენების ადგილზე შემოწმება, რომლის დროსაც აფგან მუხთარლიმ თავად აჩვენა გამომძიებლებს თბილისიდან მისი გატაცების ადგილი და ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილების მარშრუტი. გურჯაანის რაიონში დაზარალებულმა გამომძიებლებს უჩვენა ადგილი, სადაც ის, უკვე თვალებახვეული, გადასვეს სხვა მანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და გადასცეს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს ნეიტრალურ ზონაში, ლაგოდეხში მდებარე გამშვებ პუნქტზე”, - ნათქვამია მუხთარლის ადვოკატის განცხადებაში.
აფგან მუხთარლი საქართველოში 7 აპრილს ჩამოვიდა და პროკურატურაში საკუთარი გატაცების საქმეზე ჩვენება მისცა.
ამავე თემაზე:
ვფიქრობ, გატაცებაზე ბრძანებას კვირიკაშვილი ივანიშვილის გარეშე ვერ გასცემდა - მუხთარლი