აღკვეთის შეცვლა, გამოძიების შეწყვეტა... - მშვენიერაძე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე

გამოქვეყნდა:

იურისტები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების სხვადასხვა მექანიზმებზე საუბრობენ.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" მრჩეველის, გიორგი მშვენიერაძის თქმით,  ხელისუფლებას შეუძლია აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან საერთოდ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა:

"პირველი ეს არის, რაც შეთანხმებაშია მოცემული, ამნისტია, რომელსაც გარკვეული პროცედურები სჭირდება, მაგრამ ამის გარდა, არის სხვა საშუალებებიც, რომლის გამოყენებაც ხელისუფლებას შეუძლია, მათ შორის მის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით. ეს არის თუნდაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, პატიმრობის გაუქმება. ასევე შეუძლია, საერთოდ შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე, თუ კი ეს მის ინტერესებში შედის.

სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ამის საწინააღმდეგოდ იქცევა ხელისუფლება",-თქვა მშვენიერაძემ.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოაწერა. ამ დრომდე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია "ევროპულ საქართველოს", "ლეიბორისტულ პარტიას" და "ნაციონალურ მოძრაობას". ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ ისინი დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოაწერენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი