ამნისტიის კანონი დაჩქარებული წესით ვერ მიიღება, ერთ თვემდე დასჭირდება - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

ამნისტიის კანონი დაჩქარებული წესით ვერ მიიღება და დაახლოებით 1 თვემდე დრო დასჭირდება - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი

სამშაბათს მოხდება ამ პროექტის ინიცირება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. მოხდება ინიცირება და იცით, რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა, შევეცდებით შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება - განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი