შეთანხმება ახალ დასაწყისს წარმოადგენს - შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

საქართველოდან გამგზავრებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს შეთანხმების მიღწევა მიულოცა და პოლიტიკური ლიდერებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ახლა ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს.

მიშელის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

"განსაკუთრებით მოხარული ვარ დღეს საქართველოში ვიზიტით. პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ეს ახალ დასაწყისს წარმოადგენს, მძიმე სამუშაო დასაწყისს, რომელიც საქართველოს წაიყვანს ევროატლანტიკური გზით.

მინდა მივულოცო საქართველოს ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევას.

კომპრომისი ევროპული ძალაა. ეს არ არის სისუსტე. ეს საშუალებას იძლევა გაჩნდეს ხმების სიმრავლე და კოლექტიური ინტელექტი.

ეს მიღწევები თქვენია და ახლა გამოწვევა ის არის, რომ ამან იმუშაოს.

მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო თქვენი სიბრძნისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებისთვის, ასევე ბატონ პრემიერ ღარიბაშვილს, მისი ლიდერობისთვის. ეს მიღწევა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ რთულ რეგიონალურ ვითარებას. ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის მზარდი სამხედრო კონცენტრაციით უკრაინის საზღვარზე და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში.

მე აქ ვარ, რომ ეჭვი არავის გაუჩნდეს, ევროკავშირის ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს",-წერს შარლ მიშელი.

I am particularly pleased to visit Georgia today. The political crisis is behind us, and it marks a new beginning, the...

Posted by Charles MICHEL on სამშაბათი, 20 აპრილი, 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყნიდან გაემგზავრა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 20 აპრილს ჩამოვიდა. ის შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერს, ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. 

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი