
"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი "საიას" შარლ მიშელის შეთანხმების აღსრულების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და Facebook-ზე წერს:
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს.
შეთანხმების წარუმატებელი ჩაშლის გამო "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეს გასაგებია, მაგრამ, საია-სგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი",-წერს პაპუაშვილი.
საია პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-12 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე. განცხადება ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.