
შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს დღეს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი. ევროკავშირის ოფისში მივიდნენ „ევროპელი სოციალისტების“ წევრები - გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრები, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია.
მათ დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გააკეთეს.