"თავში რაღაც ხმები ჩამესმის, რა ვუყო ამ ხმებს..." - გურიაში გაუჩინარებული მოზარდის საქმე 

გამოქვეყნდა:

ოზურგეთიდან დაკარგულ 17 წლის გოგოს, მარიამ ბურჭულაძეს გურიასა და აჭარაში მე-3 დღეა ეძებენ. ის ორშაბათს სკოლაში მივიდა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა. ნაპოვნია წერილი, ინგლისურ ენაზე დაწერილი ინიციალებით, რომლის ზუსტი შინაარსიც უცნობია, მას პოლიცია იძიებს. 

კლასელები ამბობენ, რომ ის ნაკლებად კომუნიკაბელური იყო.

"გამოკითხვაზე პირველივე ღამეს ვიყავი, ბოლოს ისტორიის მასწავლებელმა ნახა. იმ დღეს დილით ვნახე, მხოლოდ მე და მან ვისაუბრეთ გაკვეთილის დაწყებამდე, წერა ჰქონდა დასამთავრებელი, კი მასწავლებელო დავწერო, ლამაზად დაწერა. მე-3 გაკვეთილის დაწყებამდე ვნახე, მითხრა, რომ ჩემ დას უნდა დაველოდო სკოლის ავტობუსს გავყვეო. იმ დღეს ტელეფონი არ შემინიშნავს. პირიქით უფრო კარგ ხასიათზე იყო", - ამბობს კლასის დამრიგებელი.

არსებული ინფორმაციით, წერილში მისი ინიციალებიცაა. მასწავლებელი ამბობს, რომ ამის შესახებ სხვა მოსწავლეები ესაუბრნენ, მათივე თქმით, წერილში წერია "თავში რაღაც ხმები ჩამესმის, რა ვუყო ამ ხმებს", ბოლოში კი არის ბავშვების ინიციალებიც. კლასელები ამბობენ, რომ ნანახია ნახატებიც.

დამრიგებელი ამბობს, რომ დაკარგულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

დაკარგული მარიამ ბურჭულაძე სოფელ გუმში ცხოვრობს, ბოლოს მოზარდი, ვიდეოკამერებმა ოზურგეთი - ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი იკარგება.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი