საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალული იქნება. 

ამავე გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ისინი მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ. 

მთავრობა აცხადებს, რომ გამკაცრდება პირბადის ტარებისა და იზოლაციის წესების აღსრულების კონტროლი, ასევე, დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებები.

ჯერ უცნობია დამატებით რა შეზღუდვები დაწესდება წინასააღდგომო პერიოდში. ცნობისთვის, საკოორდინაციომ 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი