ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული 587 პირი გავტესტეთ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 21 აპრილის დილის მონაცემებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული 587 პირი გატესტეს, მათგან დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

"გუშინწინიდან დაიწყო არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანთა ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტებით, დღეს დილისთვის იყო 587 ადამიანი, თითქმის ყველა გადმოსული გალის რაიონიდან, ორი გახლდათ მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან, ოძისის გადმოსასვლელით", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ არაერთი პროტესტისა და მოთხოვნების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 14 აპრილს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი გაუქმდა. 19 აპრილიდან ისინი გამშვებ პუნქტებზე გადმოსვლის შემდეგ იტესტებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი