უსუფაშვილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა და ელჩთან შეხვედრას გეგმავს

გამოქვეყნდა:

"ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდა და განაცხადა, რომ ელჩთან შეხვედრასაც აპირებს. 

„დოკუმენტზე ხელი მოაწერეს „ლელოს“ ლიდერებმა პარტიის სახელით და ბუნებრივია, აქ მეც ვიგულისხმებოდი, თუმცა ვინაიდან ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია“ - თქვა უსუფაშვილმა.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერეს. 

ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი