საპროტესტო აქცია, სირცხვილის დერეფანი, რკინის კედელი, პოლიცია და სპეცრაზმი - „ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელად სარდაფებით სიარული მოუწიათ

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციის მიუხედავად, ივანიშვილის გუნდის წევრები დღეს პარლამენტში მაინც შევიდნენ და სხდომა ჩაატარეს. პარლამენტში შესასვლელად დეპუტატებს შემოვლითი გზით, მიწისქვეშა სადგომით სარგებლობა მოუწიათ.

დეპუტატები რუსთაველის გამზირიდან მოლის სარდაფის სართულზე მანქანებით ჩადიოდნენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ამოდიოდნენ და სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოთი ჩიტაძის ქუჩაზე ჩნდებოდნენ. ამ დროს პარლამენტის კარს დაცვა სასწრაფო წესით აღებდა და შენობაში შესულები კი კაბინეტებისკენ სირბილით მიდიოდნენ.

პარლამენტში შემოპარულ ბექა ოდიშარიას ნიკა მელია პარლამენტის შიდა ეზოში დახვდა, როდესაც „ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიციაში მყოფი ბავშვობის მეგობარი დაინახა გაიქცა. მელია ოდიშარიას კიბეზე დაეწია, შესასვლელ კართან გადაუდგა და პარლამენტის კოლონადების ქვეშ საქმე გაურჩია.

„ოცნების“ დეპუტატებს ენმ-ს და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სირცხვილის პერფორმანსი მოუწყეს. სასტვენებით იდგა ელენე ხოშტარია, გზას უღობავდა ნიკა მელია, შეძახილებით აქტიურობდა თინა ბოკუჩავა.

სამოქალაქო აქტივისტები კი პარლამენტის შენობის გარეთ დეპუტატებს „სირცხვილიას“ და „მონებოს“ შეძახილებით ხვდებოდნენ.

პარლამენტის პიკეტი ხვალ დილიდან გაგრძელდება, სესია 12:00 საათზე გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი