შესაძლოა, საქართველომ ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი მოიპოვოს - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"დღეს ბრიუსელში გახმოვანდა ახალი ინიციატივა, რომ შემოიღონ საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის და ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია, მიენიჭოს საქართველოს. ამ სტატუსით საქართველოს ახალი შესაძლებლობები ექნება. ეს იქნება სრულად ახალი ეტაპი ქვეყნისთვის, რომელიც დაგვეხმარება უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში და ნამდვილად შეუქმნის კეთილდღეობას საქართველოს მოქალაქეებს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ჩვენს უერთგულეს მეგობრებს, რომ ოპოზიციის სახით საიმედო და ერთგული საყრდენი, საიმედო პარტნიორი პყავთ, რომ ჩვენ შევძლოთ, ძალიან საინტერესო იდეების განხორციელება და გაცილებით სწრაფად ვიმოძრავებთ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ეს წარმოგვედგინა".

ამბობს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი