ანა დოლიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში სკანდალური რეპორტაჟის გასვლიდან ერთ თვეში, მოძრაობა "ხალხისთვის"
ლიდერი ანა დოლიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

საგამოძიებო უწყებაში ის თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით, 12:00 საათზე გამოიკითხება. 

21 მარტს, "მთავარი არხის" ეთერში სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუ გავიდა, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი - ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მას არ ეუბნებოდნენ, ვისი სახლის კარის გასახსნელად უშვებდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის ამოცნობა მან თვითონ შეძლო - მაგალითად, ინტერვიუში მან აღგვიწერა ანა დოლიძის სახლი: ფოტოებით მიხვდა, ვის სახლშიც იმყოფებოდა. ანა დოლიძე ადასტურებს, რომ აქ ნამდვილად მის ბინაზეა ლაპარაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი