"ქართულ ოცნებას" ევროკავშირში ყველა აქებს - კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ ის პოსტს Facebook-ზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ "ოცნება" საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს.

"ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.

"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში", - წერს ირაკლი კობახიძე.
 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც სენატორებს შეხვდა, შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ჰქონდა ვიზიტი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი