თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი დააბრუნეს

გამოქვეყნდა:

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ფაქტს "მთავარ არხს" საგარეო საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ და აცხადებენ, რომ ელჩი კიევში 21 აპრილს ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდა. 

"ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან. შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე.

შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა. საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მათივე ინფომრაციით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

შეგახსნებთ, რომ თეიმურაზ შარაძენიძე კონსულტაციებისთვის 8 მაისს, მას შემდეგ გამოიწვიეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი