ამ საქმეზე თავიდანვე სკეპტიკურად ვარ განწყობილი - დოლიძე გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში სკანდალური რეპორტაჟის გასვლიდან ერთ თვეში, მოძრაობა "ხალხისთვის"
ლიდერი ანა დოლიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც დოლიძე ამბობს გამოძიებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 6-ჯერ მაინც მაქვს განცხადება შეტანილი, სხვადასხვა საქმეზე სამართალდამცავ ორგანოებში, ეს არის მეორე შემთხვევა, რომელსაც გამოეხმაურა, სამართალდამცველი ორგანოები და პირველი შემთხვევა, ბინაში უკანონო თვალთვალზე. თუმცა, მაჩვენებელი, რომ არცერთი ამ განცხადებიდან შედეგამდე არ მისულა, მიუთითებს ზოგადად რა დღეშია ჩვენი სამართალდამცველი ორგანოები. როგორც იძიებენ ჩემს საქმეებს, ისე იძიებენ სხვა მოქალაქეების შემთხვევებსაც. დღეს, მე მოვედი გამოკითხვაზე, როგორც მოწმე, თუმცა ამ საქმეზე თავიდანვე მე ვარ განწყობილი სკეპტიკურად", - ამბობს დოლიძე. 

21 მარტს, "მთავარი არხის" ეთერში სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუ გავიდა, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი - ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მას არ ეუბნებოდნენ, ვისი სახლის კარის გასახსნელად უშვებდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის ამოცნობა მან თვითონ შეძლო - მაგალითად, ინტერვიუში მან აღგვიწერა ანა დოლიძის სახლი: ფოტოებით მიხვდა, ვის სახლშიც იმყოფებოდა. ანა დოლიძე ადასტურებს, რომ აქ ნამდვილად მის ბინაზეა ლაპარაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი