მელიას პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ციხეს - დეგნანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოხარულია, რომ პარტიებმა შეთნახმების მიღწევა შეძელს. მისი თქმით, მხარეებმა გამოიჩინეს რეალური გამბედაობა და ლიდერობა, წასულიყვნენ იმ კომპრომისზე, რაც დოკუმენტშია წარმოდგენილი. ამის შესახებ მან კომენტარი მედიასთან გააკეთა. 

დეგნანის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა საპატიმროს.

"[...] ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიხილებოდა, მე ვთვლი, რომ ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი და საშუალებას აძლევს საქართველოს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, არსებობს სხვა გამოწვევებიც, რომლებიც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს", – თქვა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, 2019 წლის მოვლენები მტკივნეული ეპიზოდი იყო ყველა ქართველისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ წინსვლაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. მისი აზრით, ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

„ამ შეთანხმების მიღწევა იყო წინგადადგმული ნაბიჯი. საჭირო გახდა გამბედაობა, რომ წასულიყვნენ ამ კომპრომისზე. კარგად გვესმის, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები იყო საკმაოდ მტკივნეული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში, თუმცა მნიშვნელოვანია ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება. სწორედ ამას ემსახურებოდა ამნისტია“, თქვა ელჩმა დეგნანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი