შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები "ლელოს" ოფისში იკრიბებიან. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მუშაობენ ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლების იმ ფორმაზე, რომელიც მისაღები იქნება თავად მელიასთვის, თუმცა რა გზებს განიხილავენ, ეს უცნობია.
ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა ამნისტია არ შეეხოს იმ ძალოვნებს, რომლებმაც 20 ივნისს განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს და აქციის მონაწილეები დაასახიჩრეს. მათივე თქმით, ამნისტიით პასუხისმგებლობა არ უნდა აიცილონ არც ბრძანების გამცემმა მაღალჩინოსნებმაც, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უცნობია რა გზებსა და რა მექანიზმებზე მსჯელობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.