"მაინც დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი არის მკვლელი" - გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა გამართლებულ პოლიციელზე

გამოქვეყნდა:

დაზარალებული მხარე გორის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბრალდებული პოლიციელი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს:

ეს ესე არ დარჩება, აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციოში, შემდეგ უზენაესში, ბოლომდე ვიბრძოლებ, მაინც დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი არის მკვლელი - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას კი ხმაური მოჰყვა.

2020 წლის 26 ივლისს, სოფელ არაგვისპირში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი ლ.ზ. გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის თქმით, ავტომანქანას სწორედ დუშეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ვლადიმერ ფრიდონაშვილი მართავდა ნასვამ მდგომარეობაში. 

მათივე თქმით, ფრიდონაშვილს ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ალკოტესტით ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ საქმე არაობიექტურად გამოიძიეს და პოლიციელის დანაშაული არ გამოკვეთეს

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი