მდინარე დურუჯს კალაპოტი შეუცვალეს - ყვარელში კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება

გამოქვეყნდა:

დატბორილი უძველესი არტეფაქტები და საფლავები ყვარელში-კულტურული მემკვიდრეობა წყალდიდობის გამო ნადგურდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რაც მდინარე დურუჯს კალაპოტი შეუცვალეს, 3 წელია ვითარება სულ უფრო მძიმდება .

საუბარია დოლოჭოპის ბაზილიკაზე, რომელიც 2012 წელს აღმოაჩინეს და რომელიც მე-4- მე-5 საუკუნეებით თარიღდება. ძეგლი თავისი მასშტაბით კავკასიაში ერთადერთია.

პროფესორი ნოდარ ბახტაძე ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია არსებულ პრობლემაზე საუბრობს, თუმცა რეაგირება არც ყვარლის მუნიციპალიტეტს ჰქონია და არც რომელიმე სამსახურს, ვისაც ევალება.

მერიაში არსებულ პრობლემაზე "მთავარის" კამერასთან არ საუბრობენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი