სანქციები ივანიშვილს - აქტს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი შეუერთდა

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აქტს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი შეუერთდა. რობ ბიშოპი მეცხრე კონგრესმენია, რომელმაც მარკ მალენის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის იმიჯს უცხოეთში უკვე აღარაფერი უშველის, მათ შორის არც დასპონსორებული სტატიები.

არავინ დატოვებს უყურადღებოდ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ასე ჩამოშლას, მართლმსაჯულების სისტემის ჩამოშლას და დიდი გულისყურთი დააკვირდებიან წინასაარჩევენო პერიოდს და ასევე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პანდემიას იყენებს თავის სასარგებლოდ, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციათა კანონპროექტი, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს მათთვის, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები. განსაზღვრულია, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილ დარღვევებთან კავშირში მყოფ პირებს აშშ-ში ჩასვლა აეკრძალოთ და გაიყინოს მათი ფულადი ანგარიშები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი