თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში რამდენიმე ფარეხის დემონტაჟი დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციის განცხადებით, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყეს.

"არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული", - აცხადებს მუნიციპალური ინსპექცია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი