
ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, ორ კონდიციონერში 147 300 ლარს იხდის. ხელშეკრულება საგანგებო მდგომარეობის დროს, საყოველთაო პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე 2020 წლის 1-ელ აპრილს გაფორმდა.
დოკუმენტი კომპანია “დელტა კონსალტინგის” მხრიდან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებისთვის ორი პრეციზიული კონდიციონერის მიწოდებას ითვალისწინებს.
საფინანსო ანალიტიკურმა სამსახურმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ოთარ ფარცხალაძის კადრი, ჯონი შურღულაია ამ გაგანია პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იყიდა ორი კონდინციონერი და ჯამში გადაიხადა 147 ათას 300 ლარი, - ამბობს presa.ge-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე.
კაპანაძის შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილს გაუჭირდა და ქვეყანაში კრიზისია, სახელმწიფო უწყების მხრიდან მსგავსი საქციელი, უპასუხისმგებლობაა.