
ოზურგეთიდან დაკარგული 17 წლის გოგოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქმეზე გამოძიების მუხლი შესაძლოა ძალადობით გადაკვალიფიცირდეს.
სამართალდამცავები ამ წუთებში არასრულწლოვანის მამას, მეზობლებსა და მეგობრებს კითხავენ.
დღეს, 23 აპრილს ცნობილი გახდა, არასრულწლოვანის ჩვენება, სადაც ბავშვი წერს, რომ მამა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ასევე, იხსენებს, რომ მამამ ტელეფონი დაუმტვრია. დედა ფაქტს უარყოფს.
"გამორიცხულია, არაფერი ძალადობა ოჯახში არ ყოფილა. ყველაფერი ნორმალურად იყო. მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვს ზედ ყვებოდა, ნორმალურად ჰონდა ყველაფერი და ყველაფერი კარგად იყო, რატომ წავიდა ვერ გეტყვი. ძალადობა არ ყოფილა არასდროს, გამოვრიცხავ", - ამბობს არასრულწლოვანის დედა, ია სურმანიძე.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთიდან დაკარგულ 17 წლის გოგოს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის თბილისში 21 აპრილს იპოვეს. პოლიციამ დაკითხა მოსწავლეები და სკოლის მასწავლებლები, რომლებსაც მარიამ ბურჭულაძესთან ჰქონდათ შეხება, ამოღებულია წერილიც. ამავე თემაზე:
ავტორი: თეა ვაშალომიძე.