"როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს, დაზარალებულს ვგულისხმობ, სამშობლოს დაცვა მოსთხოვო, როცა თავის მოკვლაზე ფიქრობენ" - თქვა მოსამართლემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულების პროცესზე.
საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა და შსს-ს ორივე თანამშრომელს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
"მსგავრი რამ ქართულ ჯარში სინამდვილეში თუ შეიძლება ყოფილიყო ნამდვილად არ მეგონა. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს, დაზარალებულს ვგულისხმობ, სამშობლოს დაცვა მოსთხოვო, როცა თავის მოკვლაზე ფიქრობენ იმხელა შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული, მე არ ვიცი", - თქვა მოსამართლემ, რომან ხორავამ.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების - გიორგი ბიჩელაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი - დევდარიანის ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს, ბიჩელაშვილის ადვოკატი - 10 000-ლარიან გირაოს.
დღესვე ცნობილი გახდა კიდევ ერთი დეტალი: